8-საათიანი დაკითხვის შემდეგ, გუშინ საღამოს, ყოფილი "თბილისის წყლის"("ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი") ხელმძღვანელი გეგი ქელბაქიანი დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი - არჩილ ჩოგოვაძე.
ორივე მათგანს ფულის გათეთრება ედებათ ბრალად. დანაშუალი 9-დან 12-მდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალს ოფიციალურად 193-ე მუხლის მესამე ნაწილით დღეს წაუყენებენ
გეგი ქელბაქიანი, რომელიც, გავრცელებული ცნობით, თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარია, ამჟამად "ბუდა ბარისა" და ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მფლობელია.
ქელბაქიანი და ჩოგოვაძე ე.წ. მოდულის შენობაში არიან გადაყვანილი. საქმის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.