ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა თალიბთა ჯგუფი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "მე-9 არხმა" გაავრცელა .
გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის, ლაშა ბერიძის განაცხადებით, ოპერაცია ჰელმანდის პროვინციაში ჩატარდა.
32-ე ბატალიონის ქართველმა სამხედროებმა თალიბთა ნაწილის ლიკვიდაცია მოახდინეს, ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს. ოფიციალური ცნობით, ოპერაციის შედეგად საქართველოს დანაკლისი არ მიუღია. არ არიან არც დაჭრილები.