მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდული პარლამენტის წევრები მიიღო

მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდული პარლამენტის წევრები მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის სასახლეში ახალგაზრდული პარლამენტის წევრები მიიღო.

როგორც მან შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, ახალგაზრდული პარლამენტის წევრები გაცილებით უკეთესად შეხვდნენ, ვიდრე პარლამენტში დეპუტატები.

„მეორე პარლამენტს მივმართავ ბოლო ერთი თვის განმავლობაში და მინდა, გითხრათ, რომ ამ პარლამენტში ბევრად უფრო კარგად შემხვდნენ, ვიდრე წინა პარლამენტში. არ ვიცი, როგორც ჩანს, ქუთაისის კლიმატშია საქმე. ძალიან მაგარი რაღაცაა ეს პარლამენტი. თქვენი თაობა ავტომატურად არის დემოკრატიულ სისტემაში, რომელსაც ვაშენებთ, თქვენ არაფრის ახსნა არ გჭირდებათ, რადგან თქვენ უკვე ხართ დემოკრატები. თქვენ იცით, რომ ახალგაზრდული პარლამენტის სკამიდან გადაჯდომა ნამდვილ პარლამენტში ძალიან გამარტივდა, რადგან დეპუტატის ასაკი შემცირდა. ამაზე ბევრი კამათი იყო და მე ამ შესწორებას  დავუჭირე მხარი. ამბობენ, რომ 21 წლის ადამიანს წარმოუდგენლად ცოტა გამოცდილება აქვს, თუმცა, მთავარი რაც თქვენ გაქვთ, ის არის, რომ თქვენ ხართ დაბადებული საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ბევრი თქვენგანის ოჯახს არ ულხინს, თუმცა თქვენ ცხოვრობთ თავისუფალ საქართველოში“ - განაცხადა სააკაშვილმა.