ირაკლი ალასანია: დავარწმუნეთ  ნატოელი პარტნიორები, რომ  საქართველო ბევრად უფრო სტაბილური და მათთვის სასურველი მოკავშირე გახდა

ირაკლი ალასანია: დავარწმუნეთ ნატოელი პარტნიორები, რომ საქართველო ბევრად უფრო სტაბილური და მათთვის სასურველი მოკავშირე გახდა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში  ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე,  ნატოელ პარტნიორებს საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტები, განსაკუთრებით კი, თავდაცვის სფეროში გასატარებელი რეფორმები გააცნო.

„დავარწმუნეთ ჩვენი ნატოელი პარტნიორები, რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველო ბევრად უფრო სტაბილური, ბევრად უფრო ძლიერი, პროგნოზირებადი და მათთვის სასურველი მოკავშირე გახდა. სხდომაზე ძალიან კონკრეტული საუბარი იყო,  თუ რა იყო დემოკრატიის დეფიციტი არჩევნებამდე და დღეს რა აქვს ახალ ხელისუფლებას გასაკეთებელი. გვქონდა ძალიან ღია მსჯელობა მიმდინარე მოვლენებზეც“,- განაცხადა ალასანიამ.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დახურულ კარს მიღმა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სხდომას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილიც ესწრებოდა.