გერმანიის ფინანსთა მინისტრის ბინა გაქურდეს

გერმანიის ფინანსთა მინისტრის ბინა გაქურდეს

გერმანიის ფინანსთა მინისტრის ვოლფგანგ შოიბლეს ბინა გაქურდეს.  ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, ბინიდან უცნობებმა პოლიტიკოსის პირადი ნივთები, აგრეთვე მობილური ტელეფონი წაიღეს, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ტელეფონის ნომრები ინახებოდა.

პოლიციის ფედრეალური ბიურო, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის  დაცვა ევალება, ადასტურებს ძარცვის ფაქტს, თუმცა, არ აცხადებს, ეს ძარცვა კონკრეტულად შოიბლეს ბინაში  დაგეგმილი იყო, თუ შემთხვევით მოხდა.

ვოლფგანგ შოიბლე ძარცვის დროს ბინაში არ იმყოფებოდა. ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის ბინაზე 24-საათიანი თვალთვალი, თვით ფინანსთა მინისტრის  განკარგულებით, არ ხორციელდებოდა.