ევროკავშირმა სირიის ოპოზიციური კოალიცია ლეგიტიმურად აღიარა

ევროკავშირმა სირიის ოპოზიციური კოალიცია ლეგიტიმურად აღიარა

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა სირიის ოპოზიციური კოალიცია ლეგიტიმურად აღიარა. 27-ი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიის ეროვნული კოალიცია სიირელი ხალხის ოფიციალურ წარმომადგენლად სცნეს.

სირიის ეროვნული კოალიცია დღემდე აღიარა ამერიკამ, თურქეთმა, არაბული სახელმწიფოების ლიგამ და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ-საფრანგეთმა, იტალიამ და  დიდმა ბრიტანეთმა.

საფრანგეთსა და სირიის ახალ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება დაიწყო, საფრანგეთში სირიის დახურული საელჩოს გახსნის შესახებ. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გააკეთა.