Eros :  ბერძნული მითოლოგიით შთაგონებული „ვერსაჩეს“ ახალი არომატი(VIDEO)

Eros : ბერძნული მითოლოგიით შთაგონებული „ვერსაჩეს“ ახალი არომატი(VIDEO)

Versace-ს ახალი არომატი მამაკაცებისათვის სახელწოდებით,  Eros ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის სახელთანაა დაკავშირებული. არომარტს,  ბერძნული მითოლოგიის  ქალღმერთი აფროდიტეს შვილის, სიყვარულის ღმერთის ეროსის სახელი ჰქვია და საბერძნეთის უძველესი მითებითაა შთაგონებული. ეს სურნელი სიმბოლოა დაუოკებელი ვნებისა და სურვილებისგან განთავისუფლების. 

სუნამო Eros, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Versace -ს პარფიურმერიული სახლის მიერ გამოცემული პირველი სუნამოა. დონატელა ვერსაჩეს სურდა, რომ არომატი ბრენდის კონცეფციაში ჩამჯდარიყო, როგორც მისი სტილით, ასევე ისტორით, ხარისხითა და პოპულარობით. „Eros-ი ეს სინამდვილეში ვერსაჩეს სახლის დნმ-ია“-ამბობს დონატელა და დასძენს  -  „ეს არომატი არის მამაკაცებისთვის, რომლების საკუთარი თავის უფროსები არიან, გმირები,  რომლებიც თავის იდეებსა და შეხედულებებს ყოველთვის იცავენ და მიზნისთვის აუცილებლად იბრძვიან.“

ახალი არომატის სარეკლამო რგოლზე იმუშავეს ფოტოგრაფებმა მერტ ალანსი და მარკუს პიგოტი. ხოლო თავად სიყვარულის ბერძენი ღმერთი ბრაიან შიმანსკიმ განასახიერა.