დავით  დარახველიძე  USAID-ის ხელმძღვანელს შეხვდა

დავით დარახველიძე USAID-ის ხელმძღვანელს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელთან სტივენ ჰეიკინისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას სამინისტრო აქვეყნებს.

მინისტრმა  ამერიკის მთავრობის დახმარებასა და  საქართველოს მიმართ დიდ წვლილზე ისაუბრა.

ასევე აღნიშნა, რომ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორია საქართველოს მთავრობისთვის.

რაც შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ განხორციელებულ აქტივობებს, დარახველიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა 28 კოლექტიური ცენტრის და 18 კარკასული შენობის რეაბილიტაცია.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაუმჯობესებაზე და შემდგომი შეხვედრებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

დავით დარახველიძემ ასევე აღნიშნა, რომ დევნილი საზოგადოების საჭიროებების ეფექტურად მოგვარებაში საჭიროა დონორებისა და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა.

მხარეებმა მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.