იერუსალიმის გარეუბანში ღაზას სექტორიდან გამოშვებული კიდევ ერთი რაკეტა აფეთქდა. აფეთქება დიდი სიმძლავრის იყო. ადგილობრივი მედია ჯერჯერობით, მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ებრაელი სამართალდამცავები აფეთქების ადგილას მუშაობენ. ამ კვირაში ეს უკვე მეორე რაკეტაა, რომელიც პალესტინელებმა ისრაელის დედაქალაქში ჩამოაგდეს.
იერუსალიმი პალესტინის საზღვრიდან, დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლცია მოსახლოებას მაქსიმალურად აფრთხილებს, რომ სირენის ხმისგაგებისთანავე, მაშინვე თავშესაფრებს მიაშურონ.