ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ესწრება

ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ესწრება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან, სადაც იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) ელჩების დონეზე.

დელეგაცია ახალი შემადგენლობით კომისიის სხდომას პირველად ესწრება. დაგეგმილია მიმდინარე პოლიტიკურად აქტუალური საკითხების გაცნობა ნატოს მხარისათვის.

კომისიის სხდომა მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად იმართება და მხარეები  პოლიტიკურ,ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სამართლებრივ, განათლებისა და სხვა საკითხებს განიხილავენ.