საყვარელიძე: საქართველოში ბევრი დანაშაულის ჩამდენი პირი დაბრუნდება

საყვარელიძე: საქართველოში ბევრი დანაშაულის ჩამდენი პირი დაბრუნდება

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე ვარაუდობს, რომ საქართველოში ბევრი დანაშაულის ჩამდენი პირი დაბრუნდება.

როგორც ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, საყვარელიძემ განუცხადა, საერთო ტრაგედიაა, რომ ახალ ხელისუფლებას ეამაყება, რომ საქართველოში პირველად საკანონმდებლო დონეზე პოლიტპატიმრის ცნებას აჩენენ.

„პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სია შინაურ პატიმართა ნუსხაა. სხვა ბევრი დანაშაულის ჩამდენი პირიც დაბრუნდება საქართველოში და ამ სიიდან გამომდინარე წინ ბევრი სიურპრიზი იქნება“, - დასძინა მან.