ესტონეთის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის, დამოუკიდებელი ანალიტიკოსის ედუარდ ტინის განცხადებით, ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ არ ხორციელდება სწორი პოლიტიკა, რადგან ის ცდილობს საქართველოს ჩათრევას გარკვეულ პროცესებში და რუსეთთან დაპირისპირებას და ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ ვნახეთ.
ეს განცხადება ედუარდ ტინმა For.ge-ს პრესკლუბში გამართულ ბალტიისპირეთიდან ჩამოსულ პოლიტიკური ექსპერტების და პოლიტიკოსების პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მე არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივეკუთვნები, მე დამოუკიდებელი ანალიტიკოსი და პუბლიცისტი ვარ, ვკითხულობ ლექციებს. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს, ჩემი ლიტველი კოლეგებისგან განსხვავებით, მე უფრო მემარჯვენე იდეების მომხრე ვარ, ვიდრე მემარცხენე.
ესტონელები კმაყოფილები ვართ როგორც ნატოთი, ასევე ევროკავშირითაც. მე მაგალითდ, ნატოს მხარს ვუჭერ მაშინ, როდესაც ის ისრაელის მხარს დგას, მე ვაკრიტიკიებ ობამას, როდესაც ის ისრაელს ცუდად იცავს. მე წინააღმდეგი ვიყავი ამერიკის, როდესაც ის საქართველოში და უკრაინაში „შეძვრა“ და სწრაფად შეეცადა მათ ნატოში შეყვანას. უკრაინაში არაფერიც არ გამოვიდა, ქართველები კი დაზარალდნენ. ამერიკელებმა გემები შემოიყვანეს შავ ზღვაში და ისევ უკან გაბრუნდნენ, ისინი არ დაიწყებდნენ რუსეთთან ომს. ამერიკა და რუსეთი, ეს ორი დიდი სახელმწიფო, ერთმანეთში მოილაპარაკებენ, გულუბრყვილო პატარა სახელმწიფოები კი ზარალდებიან“,-აღნიშნავს ტინი.
ანალიტიკოსის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ილუზიები დასავლეთთან მიმართებაში, ილუზიებად დარჩა და საქართველო ძალიან დიდი სისულელეს დაუშვებს, თუ ისევ ნატოში მოინდომებს შესვლას, რადგან ამ ყველაფერს ომის სუნი ასდის, იმიტომ რომ რუსეთი და მისი გავლენის სფეროებიც გაიზარდა.
„ჩემი რჩევა იქნება ქართველებისადმი იქნება, რუსეთთან დაალაგოთ სავაჭრო ურთიერთობები, ნატო-ზე უარი თქვათ, ევროკავშირი არის თქვენი მიმართულება, რადგან თქვენ თქვენი კულტურით, ევროპული ორიენტაციით უფრო ევროპელები ხართ, ამიტომ ევროკავშირთან, მართალია ეს ასე მალე არ მოხდება, და მის ორგანიზაციებთან უნდა გააგრძელოთ თანამშრომლობა. თქვენ ახლა პოლიტიკურად თავისუფლები ხართ, შეგიძლიათ როგორც ევროკავშირთან, ასევე რუსეთთანაც ითანამშრომლოთ, მიუხედავად თქვენი უკმაყოფილობის და წყენის მის მიმართ. თქვენ, ფინეთის მსგავსი ქვეყანა უნდა იყოთ“,-აცხადებს