ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მთავრობის კანცელარიაში ისრაელის ელჩს საქართველოში, იუვალ ფოქსს შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება  ბიძინა ივანიშვილის სოციალურ ქსელ „facebook“ - ის ოფიციალურ გვერდზე გავრცლდა.

განცხადების თანახმად, მხარეებმა მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებსა და ტერორიზმის საფრთხეზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ რთულ ვითარებას.

ბიძინა ივანიშვილმა მწუხარება გამოხატა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოვლენების გამო და მოლაპარაკების გზით მშვიდობის მიღწევის იმედი გამოთქვა.

„ქართველი ერი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ისრაელისა და პალესტინის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. რაც შეიძლება სწრაფად უნდა განიმუხტოს სიტუაცია,  რათა აღარ განმეორდეს ძალადობის ესკალაცია და აღდგეს მშვიდობიანი პროცესები. ისრაელს, ისევე, როგორც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს, უფლება აქვს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები სარაკეტო დარტყმებისგან. იმისთვის, რომ ორმა სახელმწიფომ შეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები“,-განაცხადა ივანიშვილმა.