ფონდი „ქომაგის“ თავმჯდომარის, ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, ალბათ, სასამართლო ჩათვლის საჭიროდ და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაიკითხება.
მეტრეველის თქმით, მას სამართლიანი გამოძიებისა და სასამართლოს იმედი აქვს.
„თავისთავად გამოძიება დაიწყება და გამოძიების პროცესში გამოიკვეთება ვინ უნდა დაიკითხოს და ვინ არა და თუ საჭიროდ ჩათვლიან, ალბათ, ოქრუაშვილი დაიკითხება. ზუსტად უნდა გაირკვეს რა იყო და როგორ იყო. გამოიკვეთება არის მისი ბრალი თუ შეიძლება, მან ეს ყველაფერი საერთოდ არ იცოდა და იარაღების ჩაწყობა მის გარეშე მოხდა. შეიძლება იცოდა და მონაწილე იყო. მე ვერ გეტყვით, ამას გამოძიება დაადგენს. მე, რა თქმა უნდა, სამართლიანი გამოძიების იმედი მაქვს“, - განაცხადა მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს. მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყო.