ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურომ იოსებ სტალინის ქალიშვილის სვეტლანა ალილუევას საქმის ნაწილს, რომელიც ამერიკაში 1967 წელს გაიქცა, გრიფით საიდუმლო ახადა.
საქმე ძირითადად, საგაზეთო სტატიებისა და აგენტურული წერილებისგან შედგება, რომელშიც აღწერილია, რამდენად იმოქმედა ალილუევას ამერიკაში გაქცევამ, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკელებს აინტერსებდათ, როგორ იმოქმედა ამ ფაქტმა, სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებიდან ადამიანთა ემიგრირებაზე ამერიკაში.
მასალები ძირითადად, 1960-იან წლებს მოიცავს, საიდუმლო „ახსნილი“ აქვს 233 ფურცელს, თუმცა გამოქვეყნების უფლებამდე, მან ფსბ-ს სერიოზული შემოწმება გაიარა. ბიუროს განმარტებით, ზოგიერთი ფაქტი „ქვეყნის შიდა მოხმარების“ საიდუმლოს შეიცავდა.
სვეტალანა ალილუევას საქმიდან გაუხსნელი ჯერ კიდევ 94 ფურცელი რჩება.
სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა ამერიკაში 1967 წელს გაიქცა, სსრკ-ში მას ორი შვილი დარჩა, ამერიკაში ის ლანა პიტერსი გახდა, მესამე მეუღლის გვარი მიიღო და სულ იმის შიშში იყო,რომ მას ამერიკაში კგბ აუცილებლად მიაგნებდა და მოკლავდა.