რამდენი ჯდება საქართველოს პრეზიდენტის ელიტურ კურორტზე ერთი კვირით დასვენება და რამდენი ათეული წლის მუშაობა დასჭირდება საშუალო ქართველს, რომ იმავე სპა-კურორტზე დაისვენოს ლიმფოდრენაჟის და მუცლის მასაჟის თანხლებით, როგორც მისი საყვარელი პრეზიდენტი ისვენებს და არის თუ არა სსრკ-ში სექსი? ამას რუსეთის სკანდალური ტელეწამყვანის და საზოგადო მოღვაწის თინა კანდელაკის ბლოგში წაიკითხავთ, სათაურით „Дорогой Михаил Николаевич !“
„იმდენად ხშირად მესმის კორუფციასთან ბრძოლის მაგალითად, ფრაზა: „საქართველოში კორუფცია არ არის“, რომ ძალაუნებურად, საკრამენტალური „სსრკ-ში სექსი არ არის“, მახსენდება.
არც ისე დიდი ხნის წინ ვწერდი, რომ საქართველოში, ქვედა დონეზე, ქრთამის აღება, მართლაც მოისპო, „დიდ ადამიანების დიდი თამაშები“ კი არსადაც არ გამქრალა, პირიქით, გაიფურჩქნა კიდეც, ისე, როგორც არასდროს. ამ დიდ თამაშებში კი მთავრი „ეჭვმიტანილის“ როლი სწორედ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. საქართველოს პრეზიდენტის ცხოვრებისეული მოთხოვნილებები მკვეთრად განსხვავდება იმ ლეგენდებისგან, რითიც ქართველ ხალხს კვებავენ, ჩვენი ქვეყანა ხომ პატარა სოფელს ჰგავს: ყველა ერთმანეთს იცნობს, ვერავისგან ვერაფერს ვერ დამალავ.
ლამაზი ცხოვრებისკენ ფანტასტიკურ სწრაფვას ქართველ ხალხს ვერ წაართმევ, ის მას დედის რძესთან ერთად შეიზიარებს ხოლმე.
არც ისე დიდი ხნის წინ, მიშიკო შემჩნეულ იქნა იტალიის თვალწარმტაც ქალაქ მერანოს ფეშენებლეურ სანატორიუმ „ესპას ანრი შენო“-ში, თითქოს არც ისე დიდი ცუღლუტობაა. პოლიტიკოსებს შორის მოდურად „წყლებზე სიარული“ ჯერ კიდევ პეტრე პირველმა შემოიღო, სააკაშვილს კი დასვენება ნამდვილად სჭირდებოდა-არჩევნების შემდეგ ნერვებს მკურნალობა, ფიგურას კი დამუშავება არ აწყენდა. ამ სპა-კურორტზე კი, ჩვეულებრივ უკრაინის პოლიტიკური ელიტა და დიეგო მარადონა ისვენებს ხოლმე. არც ისე ცუდი კამპანიაა. მაგრამ, მხოლოდ გადასახადები აფუჭებს ამ იდილიას. არც ისე რთული არითმეტიკაა: „ესპას არნი შენო“ გთავაზობთ სასტუმროში განთავსებას, გაკაჟების სხვადახვა პროგრამებს, აგრეთევ დამატებით მომსახურებას.
ორ საძინებლიანი ლუქსი, რომელშიც სააკაშვილი განთავსდა, დღგ-ს გარეშე 1350 ევრო ჯდება დღე-ღამეში, ექვსდღიანი გაჯანსაღების პროგრამა კი 2860 ევრო. ამ პროგრამაში შედის აგრეთვე დიეტაც, „რომელიც ჯანსაღ კვებას და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას“ ითვალისწინებს,სხეულის აგებულების ანალიზი და ენერგეტიკული მასაჟებიც. დამსვენებელი თუ დამატებით კიდევ 120 ევროს გადაიხდის, შეუძლია მუცლის მასაჟითაც დატკბეს, თუ კიდევ 120 ევროს გადაიხდის, ლიმფოდრენაჟსაც მიიღებს- ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმების გამოდევნა იგულისხმება, ხოლო კიდევ დამატებით 120 ევროს გადახდის შემთხვევაში ანტიცელულიტური პროცედურითაც შეუძლია დატკბეს, და კიდევ ფეხისგულების მასაჟით! ისინი კი ორია!
პრეზიდენტმა სანატორიუმში ერთი კვირა დაჰყო, რაც შემდეგ თანხაში გამოიხატა: 1350 ევრო x 7 დღე +2860 ევრო= 12 310 ევრო. როგორც არცთუ ყურმოკრულად ვიცი, სააკაშვილი ნამდვილი ეპიკურელია, სიამოვნების მიღების მოყვარული. ის არ იძუნწებდა და მთელი კვირით, მომსახურების სრულ პაკეტს შეუკვეთავდა, მუცლიდან ფეხისგულებამდე, თანაც დღე და ღამე. ასე, რომ დახარჯულ თანხას კიდევ დავუმატოთ 2520 ევრო. ჯამში კი 15 000 ევროს მივიღებთ, კერძო თვითმფრინავით გადაფრენა-გადმოფრენა თბილისი-მერანო-თბილისიც, სადღაც 100 000 დოლარის ფარგლებში ჯდება.
მე აქ კიდევ არ მიმითვლია ელიტური რესტორნები: მიხეილი-ნამდვილი გურმანია, მართალია, წონას კი იგდებს ხოლმე, თუმცა შემდეგ ისევ აქტიურად იმატებს. სახელმწიფოს მეთაური, იმისთვის, რომ კუნთოვანი სისტემა გაიმაგროს, დიდი რაოდენობით მიირთმევს ცილებს-შავ ხიზილალას.
გაჟღერებული თანხები კი სრულიადაც არ შეეფერება პრეზიდენტის მორიდებულ ხელფასს. 2012 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის შემოსავალი თვეში 4720 ლარს შეადგენს. გამოდის, რომ ტიროლის ერთკვირიანი პეიზაჟებით დატკბობა ჩვენს VIP-დამსვენებელს, ნახევარი წლის ხელფასი, გადაფრენა კი 3 წლის ხელფასი დაუჯდა (!!!) ანტიკორუფციული ხატებისთვის, არცთუ ისე დიდი ხელმომჭირნეობაა.
გარდა ამისა, სააკაშვილი მერინოში პირველად არ ისვენებს: 2010 წელს GQ-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ძირითადად სწორედ აქ ისვენებდა. თუმცა, ეს მისი ერთადერთი გასართობი ადგილი არ არის: მაგალითად, პრეზიდენტი ხშირად არის ბათუმში, სადაც ჯერ თავის აშენებული ქალაქის ადგილობრივ კაზინოში სცდის ბედს, შემდეგ კი ელიტურ სასტუმროში უკრაინელ მომღერლებთან მხიარულად ატარებს დროს. Откуда все-таки дровишки, Михаил Николаевич?
შეშაც მალე ამოიწურება, ყველაფერი კარგიც მალე მთავრდება: გამოჯანმრთელების პროგრამა შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს. აი, ბიძინა ივანიშვილის ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა სააკაშვილის უსაფუძვლო არისტოკრატიზმის გამოვლინებები შეწყვიტოს. პრეზიდენტს მოსთხოვეს რამდენიმე ათეულ მილიონად შეფასებული სასახლე დაეტოვებინა და ძველ კანცელარიის შენობაში გადასულიყო, რადგან ქვეყანას პრეზიდენტის შენახვა ძალიან ძვირი უჯდება. „შეხედულება საკმაოდ ბარბაროსულია, თუმცა მართალი“, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველთვიურად პრეზიდენტის თვითმფრინავის შენახვა 400 000 ევრო უჯდება.
ერთხელ სააკაშვილს წამოსცდა, რომ მისი „შემოსავლების დეკლარაციას“ მთელი საქართველო წარმოადგენს. მე ამაში ვერც აბსოლუტიზმის მანერებს და ვერც პატერნალისტურ სწრაფვას, ფრთის ქვეშ შეიფაროს მთელი ქართველი ხალხი, ვერ ვხედავ, არამედ ცხოვრების სიმართლეს ვხედავ. სამწუხარო სიმართლეს. სააკაშვილის დეკლარაცია გახლავთ ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 36, 5%-ს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მდგარ მოსახლეობა წარმოადგენს. საშუალო ხელფასი კი ყოველთვიურად მცირდება და თვეში 676 ლარს შეადგენს. გამოდის, რომ საშუალო ქართველს მოუწევს იმდენი წელი იმუშაოს, რამდენისაც თვით მიხეილ სააკაშვილია-45, რათა ერთი კვირით შეძლოს იმ სპა-კურორტზე დასვენება იმ პირობებეში, რა პირობებშიც საყვარელი პრეზიდენტი ისვენებს.