საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე და პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრნენ. ამის შესახენ From.ge-ს პარლამენტიდან აცნობეს.
პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველი პარლამენტარები შეხვედრებს გამართავენ ევროპის საბჭოს გენერალურმდივანთან თორბიორნ იაგლანდისთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანვოიცეხ სავიცკის, ადამიანთა უფლებათა დაცვის კომისარსა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 23 ნოემბერს დაბრუნდება.