ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვოს.
როგორც მან საქალაქო სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს კარგად არ იცნობს.
„დღეს არის სასამართლოს განხილვა ერთ მუხლთან დაკავშირებით. ეს არის უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა. ეს არის ძირითადი სასამართლო განხილვა. წინასწარ სასამართლოს სხდომა ამ საქმეზე უკვე შემდგარი იყო. დღეს შედგება თუ არა სხდომა, ამას ვნახავთ. თავად ირაკლი საქმეს კარგად არ იცნობს. შევათანხმებთ პოზიციებს და თუ ჩათვლის ირაკლი, რომ დღეს დასაწყებია სხდომა, დავიწყებთ, თუ არა და შეიძლება მოვითხოვოთ რამდენიმე დღით გადაიდოს სასამართლო პროცესი საქმის უკეთ გაცნობის მიზნით" - განაცხადა კორძაძემ.
მისივე თქმით, დღეს სხდომაში მონაწილეობას როგორც ადვოკტი არ მიიღებს. ირაკლი ოქრუაშვილის მხარეს დღეს ადვოკატები მამუკა ჭაბაშვილი და დავით კორკოტაშვილი წარმოადგენენ. როგორც კორძაძემ განაცხადა, სხდომებში უშუალოდ მონაწილეობას მომავალი თვიდან მიიღებს.