ძვირფასეულობა „ტიტანიკიდან“ ამერიკის სამ ქალაქში გამოიფინება

ძვირფასეულობა „ტიტანიკიდან“ ამერიკის სამ ქალაქში გამოიფინება

ამერიკის სამ ქალაქში, გამოიფინება ძვირფასეულობა,  100 წლის წინ,  ჩაძირული ლაინერიდან  „ტიტანიკი“.  უნიკალური კოლექცია ბრილიანტისა და საფირონის საყურეების, ყელსაბამების, სამაჯურების,  ბეჭდების, გულსაბნევების, ჯიბის საათისა და სხვა სამკაულებისაგან შედგება, რომელსაც ფართო საზოგადოება  ორლანდოში, ფლორიდასა და ლას-ვეგასში იხილავს.

მკვლევართა ჯგუფმა 1987 წელს,  ჩაძირული ლაინერიდან რამდენიმე ნივთი ამოიღო, მათ შორის აღმოჩნდა ჩანთა, რომელშიც  სამკაულები იყო შენახული.

გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, ძვირფასეულობის  ეს  გამოფენა „ტიტანიკიდან“ ყველაზე მასშტაბურია, მათი მიზანია ამ კოლექციის (Titanic: The Artifact Exhibition) ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, რათა  გამოფენით ნათელი გახადეს თუ, რა მნიშვნელოვანი იყო ის ეპოქა, რომელშიც  ასეთი მაღალი დონის, დახვეწილი სამკაულები იქმნებოდა.

გამოფენა ლაინერის ჩაძირვის 100 წლისთავს ეძღვნება. „ტიტანიკი“ 1912 წლის 15 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა და ოთხი დღის შემდეგ აისბერგს შეეჯახა.  შეჯახებიდან 2 საათსა და 40 წუთში ლაინერი ჩაიძირა. გემზე 2 223 მგზავრი იმყოფებოდა, კატასტროფას 1 517 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.