გიორგი ბარამიძე: კბილაშვილს ვთავაზობ ღია ეთერს, ნებისმიერ ტელეარხზე

გიორგი ბარამიძე: კბილაშვილს ვთავაზობ ღია ეთერს, ნებისმიერ ტელეარხზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აპირებს, მთავარ პროკურატურას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გადასცეს.

ამის შესახებ მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მიერ გაზეთ „ქრონიკისთვის" მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა, სადაც კბილაშვილი აღნიშნავს, რომ ის არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი წევრების მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.  

„ვამაყობ იმით, რომ როცა შს მინისტრი ვიყავი, ვებრძოდი კრიმინალებს და ქურდულ სამყაროს, არასდროს მიღალატია ჩემი ქვეყნისთვის და არასდროს დამირღვევია კანონი და ახლაც, ვაპირებ ნაცვლად პრესაში არსებული სპეკულაციებისა და კინკლაობისა, მიუკერძოებელ გამოძიებას დავეხმარო სიმართლის დადგენაში. არ გამოვიყენებ სადეპუტატო იმუნიტეტს და სრულად მივაწვდი ჩემს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას და ყველა კითხვას გავცემ პასუხს, მაგრამ თუ კბილაშვილს ექნება სურვილი მედიის ფურცლებიდან გამართოს პოლემიკა, მაშინ მე მას ვთავაზობ ღია ეთერს, ნებისმიერ ტელეარხზე" - განაცხადა ბარამიძემ.