იანა ტომი:  ქვეყნები, რომლის  ნატოში ინტეგრაციასაც ესტონეთი კურირებს, „გზიდან გადაუხვევენ“ ხოლმე

იანა ტომი: ქვეყნები, რომლის ნატოში ინტეგრაციასაც ესტონეთი კურირებს, „გზიდან გადაუხვევენ“ ხოლმე

ესტონეთის პარლამენტის წევრის, ცენტრისტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის  იანა ტომის განცხადებით, ესტონეთი საქართველოს, უკრაინას და მოლდავეთის ნატოში ინტეგრაციის საკითხებს კურირებს, სწორედ ამიტომ საინტერესო იყო მისთვის საქართველოში ჩამოსვლა და აქაური რეალური პოლიტიკური სიტუაციის გაცნობა, განსაკუთრებით გავრცელებული ციხის კადრების გავრცელების  შემდეგ .

„ჩვენ იმიტომ ჩამოვედით საქართველოში, რომ ესტონეთი საქართველოს, უკრაინას და მოლდავეთის ნატოში ინტეგრაციის საკითხებს კურირებს, ჩვენი ყოფილი პრემიერიც მარტ ლაარიც სწორედ საქართველოს საკითხებზე მუშაობდა. მე ესტონეთის პარლამენტში ცენტრისტულ ოპოზციურ პარტიას წარმოვადგენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველოში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამბობენ.

როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ციხის კადრების შესახებ, ჩვენ სადეპუტატო განცხადება გავაგზავნეთ ესტონეთის პრემიერმინისტრის და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე და სიტუაციაში გარკვევა მოვითხოვეთ. ჩვენ დავუსვით მათ შეკითხვა-შეიცვლება თუ არა მათი შეხედულება საქართველოზე მაშინ, როდესაც სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის  დამადასტურებელი კადრები მათ უკვე სახეზე ჰქონდათ. პასუხს ჩვენ სადღაც ერთ კვირაში მივიღებთ“,-განაცხადა ტომმა  For.ge-ს პრესკლუბში  ბალტიისპირეთიდან ჩამოსულ პოლიტიკური ექსპერტების და პოლიტიკოსების მიერ გამართულ  პრესკონფერენციაზე.

ესტონეთის პარლამენტის წევრის განცხადებით, საინტერესოა, მაგრამ ქვეყნები, რომელსაც ისინი კურირებენ, რატომღაც „გზიდან გადავარდებიან ხოლმე“, მაგალითად, უკრაინა, ამიტომაც საინტერესოა ადგილზე ჩასვლა და სიტუაციის გარკვევა.

„ ერთი თვის წინ ჩვენ ასევე დავინტრესდით უკრაინაში სამართლადამცავების მხრიდან ადამიანებზე ზეწოლისა თუ კერძო ბიზნესის წართმევის ფაქტებზე. ჩვენ დავინტერესდით ჩვენი ესტონელი ბიზნესმენების საქმით, რომლებსაც უკრაინაში ბიზნესი წაართვეს. საინტერესოა, ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენ რეკომენდაციებს ვუწევთ და ვკურირებთ ნატოში ინტეგრაციაში, ასეთი რამეები ხდება. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ „ევრაზიის ინსტიტუტიდან“ მივიღეთ მოწვევა, არც მიფიქრია ჩამოვსულიყავი თუ არა,რადგან  ჩვენ გვინდოდა რეალური ინფორმაციის მიღება საქართველში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი საქართევლოში ჩამოსვლის მიზეზი. ჩვენ არ ვართ დელეგაცია, სადაც ყველას ერთი აზრი აქვს, ჩვენ ვართ ბალტისიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთაგან ყველას საკუთარი შეხედულება გვაქვს. ამიტომაც მოისმინეთ ჩვენი შეხედულებები და შემდეგ გაიაზრეთ, თუ გამოგადგებათ“,-აღნიშნა ტომმა.