ფილიპ დიმიტროვი: მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკაზეა მორგებული

ფილიპ დიმიტროვი: მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკაზეა მორგებული

ევროკავშირის ელჩის საქართველოში ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკურ მიზეზებზეა მორგებული.

ამის შესახებ მან აგრარულ უნივერსიტეტში ჟურნალისტებს ბოლოდროინდელი დაკავებების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სხვადასხვა წარმომადგენლებმა ამის შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს.

„ბევრს ვერაფერს დავამატებ იმას, რაც უკვე განაცხადეს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სხვადასხვა წარმომადგენლებმა. მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკურ მიზეზებზეა მორგებული"- განაცხადა დიმიტროვმა.