პრემიერა თელავის დრამატულ თეატრში

პრემიერა თელავის დრამატულ თეატრში

დღეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერაა. თეატრალური დასი მაყურებელს სპექტაკლ „მგზნებარე შეყვარებულებს“ წარუდგენს. სპექტაკლი,  თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტმა თათია პოპიაშვილმა დადგა.

დებიუტანტი რეჟისორის ოთხი პერსონაჟისგან შემდგარი ტრაგიკომედია  შუახნის მამაკაცის ცხოვრებაზე  მოგვითხრობს, რომელიც 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლის ღალატს გადაწყვეტს.  მცდელობა უშედეგოდ სრულდება. 

სპექტაკლი თელავის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში დღეს და ხვალ გაიმართება.