პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს აჭარის ყოფილ მეთაურისთვის ასლან აბაშიძისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, მას ზურაბ კელენჯელიძე დღეს შეხვდა და ასლან აბაშიძის საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა.
„ასლან აბაშიძესთან დაკავშირებით, კომისიაში არანაირი განცხადება და დოკუმენტი არ შემოსულა. კელენჯერიძე კომისიის წევრებთან ყოფილა მისული და არც ფლობს ინფორმაციას, ვის ესაუბრა“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გუშინ 184 პირი პოლიტპატიმრად, 22 კი - პოლიტიკურ დევნილად მიიჩნია.