ირაკლი ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე წასვლას არ აპირებს

ირაკლი ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე წასვლას არ აპირებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე წასვლას არ აპირებს.

როგორც დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს და საპროცესო გარიგება რომ ყოფილიყო მიზანი, ის საქართველოში არც ჩამოვიდოდა.

ამასთან, კორძაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამშობლოში პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების იმედით ჩამოვიდა.

კოძაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი და ამასთან, დღევანდელი კანონმდებლობით პოლიტიკური პატიმრის ან პოლიტიკური დევნილის სტატუსი ავტომატურად გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოქრუაშვილის ინტერესებს ადვოკატები მამუკა ჭაბაშვილის და დავით კორკოტაშვილი დაიცავენ. ხოლო თავად ზვიად კორძაძე საქმეში ოფიციალურად  თვის ბოლოს ჩაერთვება, რადგან იგი ამ დრომდე სამოქალაქო სამართალში მოღვაწეობდა და სისხლის სამართალში დაბრუნებას სწორედ ოქრუაშვილის საქმით გეგმავს.