საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი ვარაუდობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს მალე გაათავისუფლებენ.
როგორც ჟურნალისტებს გაბაშვილმა განუცხადა, ყოფილ ძალოვან მინისტრს ახალი ხელისუფლების მხრიდან გარკვეული გარანტია აქვს მიღებული, რომ მალე გაათავისუფლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საქართველოში არ ჩამოვიდოდა.
მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილისთვის სასამართლოს გამოტანილი აქვს განაჩენი და შესაბამისად ის დააკავეს.
„ძნელია პროგნოზის გაკეთება, თუმცა, ვფიქრობ, რომ მას ახალ ხელისუფლებასთან გარკვეული გარანტია აქვს, მითუმეტეს, ვიცით, რომ ბესელიას კომისია გარკვეულ გადაწყვეტილებებზე მუშაობს. სხვა შემთხვევაში ძნელი წარმოსადგენია, ჩამოსულიყო“, - დასძინა დეპუტატმა.