ფაქტი, რომ ოქრუაშვილი მმართლსაჯულებას არ გაექცა,  გვანიშნებს, რომ  დღევანდელი ხელისუფლება მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

ფაქტი, რომ ოქრუაშვილი მმართლსაჯულებას არ გაექცა, გვანიშნებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ქვეყანაში დაბრუნება ყველასთვის მოულოდნელი იყო.

მისი განცხადებით, სავარაუდოდ ოქრუაშვილი მზადაა სხვადასხვა ბრალდებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები გააკეთოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„ფაქტი, რომ იგი არ გაექცა ქართულ მმართლსაჯულებას, იცოდა რა, მისი შესაძლო დაპატიმრების რეალობის თაობაზე,  გვანიშნებს იმას, რომ  დღევანდელი ხელისუფლება მისი სიცოცხლისთვის რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს.  ხოლო რაც შეეხება მისდამი ბრალდებებს, სავარაუდოდ,  იგი მზადაა პასუხებისთვის და  ძალიან სიანტერესოა, რა შედეგით დამთავრდება დღევანდელი სასამართლო.  ამის შემდეგ, მის საქართველოში ყოფნის პერსპექტივებზე, უფრო მკაფიოდ შეიძლება ვისაუბროთ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.