თბილისი ჯაზის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი დღეს იხსნება(VIDEO)

თბილისი ჯაზის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი დღეს იხსნება(VIDEO)

თბილისი ჯაზის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნება და 25 ნოემბერამდე გასტანს. ფესტივალის ორგანზიატორია კომპანია „ისთერნ პრომოუშენი“. როგორც ყოველთვის, წლევანდელ ჯაზ-ფესტივალზეც მსოფლიო ჯაზის მეგა ვარსკვლავები იქნებიან წარმოდგენილი. მათ შორის სამი გრემის ფლობელი დი დი ბრიჯვოტერი (Dee Dee Bridgewater), ჯეკ დიჯონეტი (Jack DeJohnette Group), ნილს ლანდგრენ ფანკ იუნითი (Nils Landgren Funk Unit) და ფესტივალის კულმინაცია, 18 გრემის მფლობელი ჩიკ კორეა (THE CHICK COREA TRIO with Christian McBride & Brian Blade).

 დღეს, თბილისის მე-15 ჯაზ-ფესტივალის პირველი კონცერტზე Dee Dee Bridgewater მსმენელის წინაშე, თბილისის საკონცერტო დარბაზში 19:00 საათზე წარსდგება.

 23 ნოემბერს, 21 საათიდან „ივენთ ჰოლში“ Jack DeJohnette Group დაუკრავს, 24 ნოემბერს კი ისევ 21 საათზე და ისევ „ივენთ ჰოლში“ Nils Landgren Funk Unit-ის კონცერტი გაიმართება.

 25 ნოემბერს, ანუ ჯაზ-ფესტივალის დასკვნით საღამოს, თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ჩიკ კორეა დაუკრავს.

შეგახსენებთ,  ჯაზფესტივალის  გახსნა გუშინ, 20 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა  ერთიდღით გადაიწია.როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ეს ცვლილება თვითმფრინავის რეისმა გამოიწვია, კონკრეტულად კი პარიზიმიუნხენის რეისის შეფერხებამ, რომლითაც დიდი ბრიჯვოტერი მოფრინავდა.