კუბლაშვილი: ძალიან კარგი იქნება თუ ოქრუაშვილი ყველაფერს  მოჰყვება

კუბლაშვილი: ძალიან კარგი იქნება თუ ოქრუაშვილი ყველაფერს მოჰყვება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან კარგი იქნება თუ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იმ მიზეზებს დაასახელებს, რის გამოც მან აღიარებითი ჩვენება შეცვალა.

როგორც from.ge-ს კუბლაშვილმა განუცხადა, ოქრუაშვილს ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი და ლოგიკურია, რომ ის ამჟამად გლდანის სასჯელაღსრულების დასეწებულებაში იმყოფება.

„ძალიან კარგი იქნება თუ ყველაფერს მოჰყვება, რის გამოც  დანაშაული აღიარა, ან რაც ჩაიდინა. ყველაფერს თუ მოჰყვება იქნება ძალიან კარგი“, - დასძინა კუბლაშვილმა.

დეპუტატს ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტდევნილად არ მიაჩნია.