სამხედრო ექსპერტის გიორგი მელითაურის შეფასებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება გამართლებულია.
მელითაურის განცხადებით, ის ნდობა, რომელიც დღეს ახალი ხელისუფლების მიმართ არსებობს, ოქრუაშვილს აძლევს იმის საფუძველს, რომ ენდოს და წარსდგეს მმართლმსაჯულების წინაშე.
„პროცესებს მის წინააღმდეგ წარსულში, დევნას, რომელსაც, რა თქმა უნდა, უფრო პოლიტიკური ელფერი ჰქონდა ვიდრე, კრიმინალური, ამ შემთხვევაში, ოქრუაშვილის დაბრუნება გამართლებულია. როგორც ადამიანს საკუთარი თავის რეაბილიტაცია სურს და ის, ნდობა, რომელიც დღეს, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში არსებობს, აძლევს საფუძველს ენდოს ახალ მმართლსაჯულებას. რაც შეეხება კითხვებს, ოქრუაშვილის მიმართ კითხვები არსებობს, თანაც ძალიან ბევრი, თუ გნებათ, თავდაცვის მინისტრობის, გენერალურ პროკურორობის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდიდან და ა.შ“, - განაცხადა თავდგირიძემ.