ლეგენდარული მერილინ მონროს ტაგიკული გარდაცვალებიდან 50-წლისთავთან დაკავშირებით მოწყობილ გამოფენაზე, ჟურნალმა Playboy წარმოადგინა მსახიობის შიშველი ფოტოები, გასული საუკუნის კოლექციიდან, რომელიც გადაღებულია მერილინის მთელი სამსახიობო კარიერის მანძილზე. ჟურნალის რედაქტორმა 10 მილიონამდე ნაკლებადცნობილი კადრი შეარჩია.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი კოლექციიდან ამდენი ფოტო გამოვფინეთ, ფოტო ქორნიკა ლეგენდარული მონროს კარიერის დასაწყისიდან დასასრულამდე გრძელდება“-ამბობს ჟურნალის დირექტორი ჯიმი ელინეკი. აღსანიშნავია, რომ მერილინსა და Playboy-ის ძალიან დიდი ურთიერთობა აკავშირებთ. ჟურნალის პირველი გამოცემის გარეკანზე სწორედ მერილინია გამოსახული.
ჟურნალის რედაქციის გადაწყვეტილებით დეკემბრის თვეში გამოვა Playboy-ის სპეციალური ნომერი, სადაც ნაჩვენები იქნება „მონროს მთელი სილამაზე და ძალა“ ფოტოები ლოურენს შილერს ეკუთვნის. სხვა კადრებტან ერთად, წარმოდგენილი იქმნება მონროს შიშველი ფოტო, რომელიც მისი გარდაცვალებამდე 2 დღით ადრეა გადაღებული.
„მას ტალანტი და ქარიზმა ღვთისგან ჰქონდა ბოძებული, უზარმაზარი ნიჭით იყო დაჯილდოებული, შეეძლო მთელი თავისი შინაგანი სინათლე ოსტატურად გამოეტანა გარეთ, ძალიან ძლიერი და ლამაზი ქალი იყო“-ამბობს ჟურნალის რედაქტორი კიმ მორგანი.