„Huawei Technologies Co“ სამომხმარებლო ბაზარზე ოპერირებას იწყებს

„Huawei Technologies Co“ სამომხმარებლო ბაზარზე ოპერირებას იწყებს

მულტინაციონალური სატელეკომუნიკაციო კომპანია „Huawei Technologies Co“ ქართულ ბაზარზე  ბიზნესს აფართოვებს და სამომხმარებლო ბაზარზე ოპრეირებას იწყებს. კომპნაია მომხმარებელს ახალ პროდუქციას - მაღალი ხარისხის მობილურ ტელეფონებს სთავაზობს. კომპანიის პროდუქცია საცალო ბაზარზე ნოემბრის ბოლოს შემოვა, სადაც მას პარტნიორობას „ალტა“გაუწევს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი მიზეზები ჰქონდა, მათ შორის Huawei-ს გლობალური სტრატეგია, რაც ბიზნესის გაფართოებას მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ბაზრებზეც გულისხმობს, მათ შორის საქართველოს ბაზარიც.

„ქართველი მომხმარებელი არის მგრძნობიარე და მომთხოვნი მაღალი ხარისხის მობილური ტელეფონების მიმართ, რომელიც მისაღები იქნება ფასითაც. აქედან გამომდინარე ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი შემოსვლა სამომხმარებლო ბაზარზე რამდენიმე სახის მობილური ტელეფონით იქნება წარმატებული და ნაყოფიერი,“- აცხადებენ კომპანიაში.

Huawei  ჩინეთში 1988 წელს დაარსდა, როგორც  PBX სატელეფონო სისტემის მწარმოებელი/დილერი, რომლის ყველაზე გაყიდვად პროდუქტს ქვეყანაში  CC08 PSTN სადგური წარმოადგენდა. უცხოეთის ბაზრების ათვისება კი 90-აინწლებში დაიწყო და 1998 წელს საერთაშორისო დონის კომპანია გახდა. მოგვიანებით, 2005 წელს კომპანია მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო მომწოდებელს შორის დასახელდა. რაც ცხადყოფს, რომ  Huawei მსოფლიოს ბაზარზე ლიდერი კომპანიაა. მსოფლიო ბაზარზე კომპანია 1988 წლიდან მოღვაწეობს. მისი ოფისები 150-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოადგენილი. მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2G/3G მობილურ ტექნოლოგიებში კომპანიაჰუავეიმასშტაბური კომპანიების სამეულში შედის, ხოლო ფიქსირებულ, ოპტიკურ-სატრანსმისიო და CDMA/WiMax ტექნოლოგიებში პირველ ადგილზეა. 2010 წელს Huawei-ს მოგებამ  3.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მსოფლიოს 50 უდიდესი მობილური ოპერატორებიდან  45 ჩინური გიგანტის პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობს „Huawei Technologies Co“- ს ქართულ ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს და საკმაოდ წარმატებულადაც. დღეს კომპანია თანამშრომლობს თითქმის ყველა ქართულ მობილურ ოპერატორებთან. საქართველოში 11 წლიანმა გამოცდილებამ კომპანიას ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა