"ბოლო წლების განმავლობაში ორი მიზანი მქონდა. ერთი მიშა მოგვეშორებინა და მეორე სახლში დავბრუნებულიყავი“, - ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოში დაბრუნებამდე ტელეკომპანია „მეცხრე არხისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„მიშას მოშორება უკვე ნაწილობრივ ბოლომდეა მიყვანილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვების მიერ არის გაკეთებული, ცოტა წვლილი მაინც მაქვს შეტანილი. შეიძლება მოვითხოვო, რომ ზუსტად იქ ვიყო, სადაც ნაძირალა ახალაია ჰყავთ. ახალ მთავრობას საკმარისი დრო აქვს, „ნაციონალური“ მთავრობის წევრებს ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი მოსთხოვოს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, ოქრუაშვილს საქართველოდან აწი ვეღარავინ გაიყვანს.