„შინდლერის სიის“ 60 წლის ვარსკვლავი ქილერი ხდება (VIDEO)

„შინდლერის სიის“ 60 წლის ვარსკვლავი ქილერი ხდება (VIDEO)

 „შინდლერის სიის“ ვარსკვლავი, ირლანდიელი მსახიობი ლიამ ნისონი ითამაშებს მთავარ როლს კრიმინალურ ტრილერში „მთვარეული“. ფილმის მთავარი გმირია ქილერი, რომელსაც თავისი ოჯახის დასაცავად, ყოფილი ბოსის მოკვლა უწევს. ამის შემდეგ ის იძულებულია გაიქცეს და ბრძოლა დიდი ხნის უნახავ შვილთან ერთად გააგრძელოს. თუ ვინ ითამაშებს ნისონის შვილის როლს ჯერ-ჯეობით უცნობია.   

ბოლო ორი წლის განმავლობაში ლიამ ნისონი, რამდენიმე ფილმში გადაიღეს.  მათ შორის: „მძევალი“, „ტიტანების რისხვა“, „საბრძოლო ხომალდი“, „რუხი ფერი“ და  „უცნობი“. მან ასევე ითამაშა ეპიზოდური როლი კრისტოფერ ნოლანის ფილმში „შავი რაინდის აღზევება“.

60 წლის ლიამ ნისონს ყველაზე დიდი პოპულარობა, „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“ მოუტანა სტივენ სპილბერგის 1993 წელს გადაღებულმა ფილმმა „შინდლერის სია“ სადაც მსახიობმა გერმანელი კომერსანტის როლი შეასრულა.