საფრანგეთს ავღანეთიდან ჯარები გამოჰყავს

საფრანგეთს ავღანეთიდან ჯარები გამოჰყავს

საფრანგეთს სამხედრო კონტიგენტი ავღანეთიდან გამოჰყავს.დაახლოებით 700-მა სამხედრომ უკვე დატოვა კაპისას პროვინცია და სამშობლოში დეკემბრის ბოლოს დაბრუნდება. ქაბულში საფრანგეთის ბაზაზე რჩებიან სამხედრო სპეციალისტები, რომლებიც ტექნიკას მოამზადებენ საფრანგეთში დასაბრუნებლად.

„საფრანგეთის ხელისუფლებამ მაისის თვეში მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამშობლოში დავბრუნდეთ დეკემბრის ბოლოს. მაისი თვიდან ნოემბრამდე ჩვენ ვთანამშრომლობდით ავღანელ კოლეგებთან, რათა ისინი დამოუკიდებლად მუშაობას შეჩვეოდნენ“,-აცხადებს გენერალი ერიკ ოტეკლოკ-რაიზი.

201 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ავღანეთში 88 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა.