წუხანდელმა ღამემ ღაზას სექტორიში შედარებით მშვიდად ჩაიარა, მხოლოდ რამდენიმე სარაკეტო გასროლა დაფიქსირდა პალესტინელების მხრიდან ისრაელის მიმართულებით. რაკეტები დასახლება ოფაკში ჩამოვარდა, მსხვერპლი არ არის.
ბრძოლები გამთენიისას განახლდა, როდესაც ისრაელმა ისლამურ ნაციონალურ ბანკს შეუტია, რომლის დამაარსებლადაც ორგანიზაცია ჰამასი ითვლება. შენობაში დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
ისრაელის სამხედრო არმისი განმარტებით, ისინი ხელმძღვანელობის ბრძანებას ელოდებიან, რათა სახმელეთო შეტევა დაიწყონ პალესტინის მიმართულებით.