სირიის მებრძოლი ოპოზიცია, რომელიც ამ დროისთვის ალეპოში ებრძვის ბაშარ ასადის სახელისუფლო რაზმებს, უარს აცხადებს ლეგიტიმურად სცნოს ყატარში არჩეული სირიის ოპოზციური და რევოლუციური ძალების კოალციია. ამ განცხადებს ისინი ვიდეომიმართვის საშაულებით ავრცელებენ, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
„ჩვენ უარვყოფთ შეთანხმებას სახელწოდებით „ნაციონალური კოალიცია“ და სირიის ისლამური სახელმწიფოს შექმნის წინადადებით გამოვდივართ”,-ნათქვამია ვიდეომიმართვაში.
ოპოზიციური ძალების კოალიცია 11 ნოემბერს ყატარში დაფუძნდა, კოალიციის შტაბ-ბინა კი ეგვიპტეში განთავსდება.
ოპოზიციური ძალების კოალიცია ლეგიტიმურ ძალად უკვე აღიარეს არაბული სახელმწიფოების ლიგამ, საფრანგეთმა , იტალიამ და ბრიტანეთმა.