„თელასის“ თანამშრომლების  გაფიცვა მიმდინარეობს

„თელასის“ თანამშრომლების გაფიცვა მიმდინარეობს

სააქციო საზოგადოება „თელასის“ თანამშრომლებმა ყოფილი თანამშრომლების სოლიდარობის ნიშნად, გაფიცვა განაახლეს.

მათი განცხადებით, თავიანთი თანამშრომლები უკანონოდ იყვნენ გათავისუფლებულნი და სამსახურში დაბრუნებას ობიექტურად მოითხოვენ.

„დაკეტილია ყველა ბიზნეს-ცენტრი. ჩვენი გაფიცვა გაგრძელდება მანამდე, სანამ კონკრეტულ პასუხს არ მივიღებთ, ასევე, სანამ არ იქნება ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული. ეს არის ძალიან მარტივად გადასაწყვეტი საქმე, რომ დააბრუნონ სამსახურებში ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ იქნენ გათავისუფლებულნი ზურაბ არსოშვილის მიერ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, დღევანდელი აქცია „თელასის“ პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული. ამასთან, როგორც „თელასის“ ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, ისინი სამსახურში დაბრუნებას მოითოვენ.

„ამ მოთხოვნას ჩვენ უკვე ვაყენებთ რამდენიმე კვირაა, თუმცა ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინებას არავინ აპირებს, ამიტომ მოხდა ის, რომ დაიწყეს ჩვენმა მეგობრებმა შიმშილობა. უკვე ხუთი კაცი შიმშილობს მეშვიდე დღეა. ამასთან, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გარკვეული წინსვლა იქნებოდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ისევ ამ მდგომარეობაში ვართ და არავინ არ ფიქრობს ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა ყოფილმა თანამშრომელმა  ლევან გაგნიძემ.

გარდა ამისა, „თელასის“ ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების მოთხოვნაა, რომ კომპანიის მენეჯმენტში ის ადამიანები დაინიშნენ, რომლებიც მართლაც იზრუნებენ საკუთარ თანამშრომლებზე.

„თელასის“ წინ,  კარავში რამდენიმე თანამშრომელი შიმშილობს.