ბესელია:  ოქრუაშვილთან 3 წელია არ მისაუბრია

ბესელია: ოქრუაშვილთან 3 წელია არ მისაუბრია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, მას 3-4 წელია, რაც ოქრუაშვილთან არანაირი საუბარი არ ჰქონია.

მისი თქმით,  ოქრუაშვილს საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა და ქართულ მხარეს, მის ექსტრადაციაზე უარი უთხრა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებულმა ჯგუფმა, ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭა, ეს სტატუსი კი ოფიციალირად  ხვალინდელ სესიაზე დამტკიცდება.