ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც ძებნილი, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
წულუკიანის თქმით, ოქრუაშვილის საქართველოსკენ დაძვრის შესახებ გუშინ შეიტყო, როდესაც იგი ბიძასთან ერთად საზღვარს მოუახლოვდა.
"ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოსკენ დაძვრის შესახებ მე შევიტყვე, როდესაც ის გუშინ ღამით საზღვარს მოუახლოვდა. მანადე ჩვენმა უწყებამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ოქრუაშვილი ბიძასთან, ზურაბ გიგუაშვილთან ერთად გუშინ ღამე გადმოვიდა საქართველოს საზღვარზე. ის, როგორც ძებნილი დაკავებულია გიგუაშვილთან ერთად და შესახლებულია გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ჩემი ვარაუდით მისი დაბრუნება იმას ემსახურებოდა, რომ მან ქვეყნის შიგნით დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და იპოვოს სიმართლე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პირობებში გააძევეს ის ქვეყნიდან და რაც არ უნდა დამნაშავედ ყოფილიყო მიჩნეული, არავის აქვს უფლება ძალით ჩასვას თავისი მოქალაქე თვითმფრინავში", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ოქრუაშვილის მისამართით არაერთი პროცედურა მიმდინარეობს. მათ შორის, როგორც მინისტრმა აღნიშნა, პარლამენტი მას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს.