ვიქტორ დოლიძე: კარგია, რომ ოქრუაშვილი აქ არის

ვიქტორ დოლიძე: კარგია, რომ ოქრუაშვილი აქ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებას მიესალმება.

როგორც ჟურნალისტებს დოლიძემ განუცხადა, თუ რაიმე  სამართლებლივი კითხვა არსებობს, მას პასუხი უნდა გაეცეს.

 „მისი ბედი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა,  კარგია რომ აქ არის“, - დასძინა დოლიძემ.