პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ზვიად ძიძიგურს ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება არ უკვირს.
როგორც ჟურნალისტებს ძიძიგურმა განუცხადა, ოქრუაშვილის დაბრუნება ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ის პოლიდევნილთა სიაშიც არის.
„ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი ქვეყანაში დაბრუნდება. სასამართლოსთან მისი ურთიერთობა კი ცალკე თემაა და ის გადაწყვეტს მის ბედს“, - დასძინა კანონმდებელმა.
ძიძიგურის ვარაუდით, საქართველოში ის ბიზნესმენებიც დაბრუნდებიან, რომლებიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამო ქვეყნიდან იყვნენ წასულები.