ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, სახალხო დამცველის პოსტზე ნინა ხატისკაცის დამტკიცება, ქვეყანაში შერჩევითი სამართლის არსებობის დასტური იქნება .
ცისკარიშვილმა რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას ნინა ხატისკაცი კოლეგასთან საუბრის ფარულ, უკანონო ჩაწერასა და გამოქვეყნებაში დაადანაშაულა. აქვე აღნიშნა, რომ მისდამი სიმპათიის მიუხედავად, ხატისკაცი სახალხო დამცველის პოსტზე არ უნდა დაინიშნოს.
თუ ომბუდსმენი ნინა ხატისკაცი გახდა, ნამდვილად ვიტყვი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. მან მოახერხა და კოლეგასთან საუბრის უკანონო, ფარული ჩანაწერი გააკეთა და შემდგომ ის ტელევიზიის საშუალებით გამოაქვეყნა. თუ ადამიანები სხვისი უკანონო მოსმენის გამო დაკავებულნი არიან, უმრავლესობის მხრიდან ხატისკაცის კანდიდატურის მხარდაჭერა შერჩევითი სამართლის მაჩვენებელი იქნება. - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.