„ქართული პარტიის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია დღეს 16:00 სააათზე ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და ოქრუაშვილი დაბრუნდა, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს და აღნიშნულ სხდომას დაესწროს.
„იგი აცნობიერებს, რომ, დღევანდელი პროცესის შედეგის მიუხედავად უნდა დარჩეს პატიმრობაში. ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა, საქართველოში დაბრუნებულმა, საპატიმროდან გააგრძელოს თავისი სიმართლისთვის ბრძოლა, გაასაჩივროს მის მიმართ დამდგარი უკანონო განაჩენი და სხვა ნებისმიერი ქმედება და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა, რის იმედსაც აძლევს ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები" - აცხადებენ პრესსამსახურში.
ირაკლი ოქრუაშვილს 2008 წლის 28 მარტის განაჩენით, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.