ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 180 პირი პოლიტპატიმრად გამოაცხადა, 22 კი - პოლიტიკურ დევნილად .პოლიტიკურ პატიმართა შორის არიან მელორ ვაჩნაძე და გიორგი დემეტრაძე, პოლიტიკურ დევნილად კი კომიტეტმა მიხეილ ქარელი, ქიბარ ხალვაში, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ბიწაძე და სხვები გამოაცხადა.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებულ ჯგუფს მიეცა კიდევ დამატებით ორკვირიანი ვადა, რათა შეისწავლოს იმ პირთა საქმეებიც, რომელთა განცხადებებიც ხარვეზებით იყო წარდგენილი.
სამუშაო ჯგუფმა ორი კვირის განმავლობაში სულ 220-ზე მეტი პირის საქმე განიხილა. კომიტეტის სხდომაზე მიღებული დადგენილების პროექტი პარლამენტს სესიაზე უახლოეს დროში წარედგინება.