იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს დათა ახალაიასადმი პროკურატურის ინტერესი სანდრო გირგვლიანის საქმესაც უკავშირდება.
წულუკიანის თქმით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, კონკრეტული ქმედებები მიმდინარეობს, რომლის დაკონკრეტებისგან ის ამ ეტაპზე თავს იკავებს.
„დათა ახალია არაერთ საქმეში ფიგურირებდა იქამდე, ვიდრე ხელისუფლებაში ჩვენ მოვიდოდით. მათ შორის ერთ-ერთი პირველი სანდრო გირგვლიანის საქმეა. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ქმედებები იმისთვის, რომ გამოძიება განახლდეს და ამ მხრივ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ, თუმცა რაიმე ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნებისგან მე თვის ბოლომდე თავს შევიკავებ. თვის ბოლომდე ჩვენს მოვიწვევთ სანდრო გირგვლიანის მამას და ჩავაბარებთ ანგარიშს, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება და ამის შემდეგ უკვე ყველაფერი გახდება ცნობილი“, - განაცხადა წულუკიანმა.