საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებულმა ჯგუფმა, რომელმაც პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა საქმეები შეისწავლა „შინაურ პატიმართა ნუსხა“ მოამზადა.
როგორც ჟურალისტებს საყვარელიძემ განუცხადა, თუ ვინმეს თავისი თანამოაზრე, თანაპარტიელი და ნათესავი გაახსენდა, ყველა ამ სიაში შეიყვანეს.
„ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ეს არის ტერორიზმი - ჯაშუშობა, მკვლელობის მცდელობით დაწყებული თაღლითობით დამთავრებული და აკრული აქვთ პოლიტიკური სარჩული, უმრავლესობა ცდილობს, მათ სასჯელაღსრულების კარი გაუღოს“, - დასძინა საყვარელიძემ.
დღს გახდება ცნობილი იმ პირთა ვინაობა, ვისაც პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმართა სტატუსი მიენიჭებათ.