საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მომღერალი ირაკლი ჩარკვიანი გაიხსენა.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ ასეთი ადამიანების არსებობა ყველა ეპოქაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
„2006 წლის 24 თებერვალს, ჩვენ დავკარგეთ ირაკლი ჩარკვიანი - დიდი ხელოვანი, გამორჩეული პიროვნება. პირადად მე დავკარგე ძველი მეგობარი და სამაგალითო ადამიანი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და არასოდეს დაგვიკარგავს ერთმანეთი იმ რთული პერიოდის დროსაც კი, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ. ირაკლი ჩარკვიანმა ქართულ მუსიკაში შექმნა უნიკალური ნიშა. როგორც ნიჭიერი ადამიანი ის ვერასოდეს ვერ იქნებოდა ვერც კომფორმისტი და ვერც პასიური, ამიტომ ასეთი ადამიანების არსებობა ყველა ეპოქაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. დღეს ირაკლი 51 წლის გახდებოდა...“ - ნათქვამია წერილში.