2012 წლის, 22 ნოემბერს, გალერეა „ვერნისაჟი“ ემილიანე რეზო ადამიას ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის სახელწოდებაა „გალაკტიონი-ფერწერაში“ და ის ტიციან ტაბიძეს ეძღვნება.
გამოფენა, 22 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება და 28 ნოემბრამდე გასტანს.
რეზო ადამია მუშაობს როგორც საგნობრივი ხელოვნების მიმართულებით, ასევე უსაგნო ხელოვნების, აბსტრაქციის დარგში. მისი ძირითადი ჟანრებია: პეიზაჟი, ხატწერა, ფიგურული თემატიკა, პორტრეტი და ნატურმორტი.
მხატვრის მიერ შექმნილი ხატები ასვენია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების ეკლესიებსა და ოჯახებში, ხოლო ტილოები დაცულია საქართველოს მრავალ მუზეუმსა და გალერეაში. ისინი ასევე ინახება კეძო კოლექციებში.
მისი ნამუშევრები ინახება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომელთა შორისაა საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჰოლანდია, თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, რუსეთი, ლატვია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი.
მხატვარს გამართული აქვს არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, თურქეთში და საფრანგეთში, სადაც აღებული აქვს არაერთი ჯილდო და დიპლომი.
რეზო ადამიას გამოცემული აქვს არაერთი ესეი, სამეცნიერო წერილი, ნოველა და მოთხრობა. 2008 წელს გამოსცა წიგნი, მისტიკოს პოეტ-ტერენტი გრანელზე, სახელწოდებით „სისხლიდან ცრემლი”, რაზეც მწერალთა კავშირმა მიანიჭა გალაქტიონ ტაბიძის მაღალი პრემია. ორი წლის შემდეგ ამ წიგნმა მიიღო დავით აღმაშენებლის პირველ პრემიას. 2011 წელს გამოსცა მეორე წიგნი „უკვდავებათა სიკვდილში”. მიეძღვნა ტერენტი გრანელის ავანგარდულ (აბსტრაქციულ) გრაფიკას, რომელიც აღიარებულია დიდ მხატვრობად. ამჟამად გამომცემლობა „ინტელექტი” მუშაობს მხატვრის მესამე წიგნზე „შედევრები და მარადიულობა”. მხატვარი ამჟამად მუშაობს გალაკტიონ ტაბიძის თემაზე.