მსოფლიოს ჩრდილოვანი საბანკო სისტემა, შარშანდელტან შედარებით 6 ტრილიონით გაიზარდა და 67 ტრილიონს მიაღწია. ეს კი, ფინანსურ რეგულატორებს აიძულებს, უფრო უკეთ ადევნონ თვალი ფინანსურ ოპერაციებს, რომლებიც ტრადიციულ თვალთვალს სცილდება. ამის შესახებ გამოცემა Businessweek-ი წერს.
რეგულატორები შეშფოთებულები არიან იმით, რომ კრედიტორებს შეზღყდვების შესახებ ზეწოლის თავიდან არიდებისთვის ჩრდილოვანი საბანკო სისტემის გამოყენება შეუძლიათ.
ფინანსური სტაბილურობის ბიურომ, რომელიც რეგულატორებისა და ცენტრალური ბანკებისგან შედგება, აჩვენა, რომ ჩრდილოვანი საბანკო სისტემა 2002-2011 წლებში 41 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. აშშ-ში ჩრდილოვანი საქმიანობის წილი 2005-დან 2011 წლის ჩათვლით 44%-დან 35 %-მდე შემცირდა.